Sunday, October 21, 2012

სასწავლო პროექი


პროექტის სახელწოდება: ოთახის  მცენარეები.

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს გავაცნოთ ოთახის მცენაარეები და მათი მნიშვნელობა.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები  გაეცნობიან  ოთახის მცენარეების  მოვლას, მნიშვნელობას და გამრავლებას.

პროექტის მიზნები: მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავება ოთახის მცენარეების შესახებ, ინტერესის სფეროს გაზრდა, კვლევა-ძიების უნარის განვითარება.

მონაწილეთა ასაკი: 9  წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 8 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: შექმნება პროექტის ფორმატი  არსებულ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეებს  გაუღრმავდება ცოდნა ოთახის მცენარეების შესახებ, გაუჩნდებათ  ოთახის მცენარეების მოვლისა გამრავლების სურვილი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ოთახის მცენარეები, კომპიუტერი, სახელმძღვანელო, ინტერნეტი, რვეული, ფანქარი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1 აქტივობა: მასწავლებლის დახმარებით ირჩევენ მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას.
კლასს ვყოფ ორ  ჯგუფად.
პირველ ჯგუფს ევალება მოიძიონ  ინფორმაცია  ოთახის მცენარების შესახებ.
მეორე ჯგუფის წევრებს ევალება ოთახის მცენარის ტოტი ს  წყალში ჩადება და დაკვირვება, რა მდენ ხანში მოხდება მათი დაფესვიაება.
მეორე აქტივობა: მორიტორინგი.
პერიოდულად  ვახდენ დაკვირვებას, ვაძლევ ახსნა-განმარტებას და ვამოწმებ რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან დავალებას.
მესამე აქტივობა: მოპოვებული  მასალის სინთეზირება, პრეზენტაციის მოწყობა, რათა მოსწავლეები უკეთ გაეცნონ თემას.
მეოთხე აქტივობა. შეფასება. რამდენად სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი, რამდენად  დაინტერესდა ისინი რა ცოდნა შეიძინეს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ეთერი ვასაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: eter.baileti@gmail.com